ახალი ამბები

ნუ შევხედავთ მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი მიშელის ვიზიტზე

28 თებერვალი, 2021 • 895
ნუ შევხედავთ მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი მიშელის ვიზიტზე

პარლამენტის ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების კუთხით არ უნდა შევხედოთ.

მისი თქმით, ვიზიტს უფრო მეტი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ექნება.

“ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ძალიან ვიწრო ჭრილში. ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას და ბუნებრივია, განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ამ ვიზიტს აქვს იმ საგარეო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება”, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დღეს, 28 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა.

მიშელი საქართველოში ორ მარტამდე დარჩება და პირველ მარტს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრეზიდენტენთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი