ნეტგაზეთი | “თუ კომპანია ნამახვანში სამუშაოებს გააგრძელებს, 2 კვირაში ქალაქის პიკეტირებას მოვაწყობთ” – აქტივისტი “თუ კომპანია ნამახვანში სამუშაოებს გააგრძელებს, 2 კვირაში ქალაქის პიკეტირებას მოვაწყობთ” – აქტივისტი – Netgazeti
RU | GE  

“თუ კომპანია ნამახვანში სამუშაოებს გააგრძელებს, 2 კვირაში ქალაქის პიკეტირებას მოვაწყობთ” – აქტივისტი

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუ ხვალიდან, პირველი მარტიდან, თურქული კომპანია სამუშაოებს ისევ გააგრძელებს, მაშინ ორ კვირაში ქუთაისში აქციას ისევ გამართავენ და ქალაქის პიკეტირებას მოაწყობენ.

ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ყველას აქვს ასეთი კითხვა, რა მერე, როცა ჩვენ შევიკრიბეთ აქ? ჩვენ წავალთ, ხვალ ორშაბათი დილა თენდება და თურქული კომპანია გაარგრძელებს ისევ სამუშაო პროცესს. თუ მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რაც აქ ხდება, დავთქვამთ ორი კვირის ვადაში ისევ შეკრებას, ფართომასშტაბიანს როგორც დღეს ვართ,  ჩვენ მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ, წავალთ სახლებში ვინც ვართ ჩამოსული”, — განაცხადა გოლეთინმა.

მისივე თქმით, დღეს 100-მდე აქტივისტი ნამახვანში კარვებში გაათევს ღამეს.

ვინც 126 დღეა ვართ ნამახვანში, ისევ ვბრუნდებით ნამახვანში. ჩვენ ხვალიდან უნდა დავიწყოთ გაფართოებული ჯგუფების მორიგეობა ნამახვანში, რომ არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ამ შეკრების იმედად დავრჩებით და იქ ხვალ კომპანია შეძლებს სამუშაოების წარმოებას. 80-დან 100-კაცამდე ნამახვანში, ჩვენ მივალთ კარვების ადგილზე მშვიდობიანად და იქ არავინ არაფერს არ გააფუჭებს, მაგრამ თუკი ხვალ დილით კომპანია ისევ გადაწყვეტს, რომ ააგრიხინოს თავისი ტრაქტორი, რომელიც ტანკი არის ჩვენთვის, მაშინ ჩვენ გადავუდგებით იქ და ჩავთვლით, რომ არ გვითვალისწინებენ. ამის მერე იქნება თქვენი მობილიზება ისევ საჭირო, რომ დავტოვოთ ჩვენი მანქანა აქ და დავრჩებით იქამდე აქ, სანამ ერთ საათში არ გვეტყვიან როდის გადის კომპანია და ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა”, — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი