ახალი ამბები

27 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 373 შემთხვევა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

27 თებერვალი, 2021 • 509
27 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 373 შემთხვევა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 542 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov-ზეა მოცემული.

ვებგვერდის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით.

373 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 177
  • აჭარა – 19
  • იმერეთი – 47
  • ქვემო ქართლი – 6
  • შიდა ქართლი – 41
  • გურია – 19
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28
  • კახეთი – 16
  • მცხეთა – მთიანეთი – 8
  • სამცხე – ჯავახეთი – 8
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე კი -2.07%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 510-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3499 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი