ახალი ამბებირეკლამა

რა არის პოდაგრა? – 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

26 თებერვალი, 2021 • 17314
რა არის პოდაგრა? – 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ – ეს ხალხში გავრცელებული პოდაგრას სახელებია, რომლებსაც უმეტესად ძველ დროში იყენებდნენ. პოდაგრა ანთებითი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.  

პოდაგრა ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში შარდმჟავას შემცველობა მუდმივად მაღალია. მისი მთავარი სიმპტომია ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შეშუპება.

პოდაგრის დროს ჭარბი რაოდენობით შარდმჟავა გროვდება სისხლში და შესაძლოა, ჩალაგდეს სახსრების გარშემო წვეტიანი კრისტალების სახით. ორგანიზმი აღიქვამს ამ კრისტალებს, როგორც „უცხოს“ და იწყებს მასთან ბრძოლას, რაც იწვევს სახსრების ანთებას. რეაქცია კრისტალების წინააღმდეგ ცნობილია, როგორც პოდაგრის შეტევა.

6 რამ, რაც პოდაგრული ართრიტის დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ:

1.პოდაგრის შეტევა – დაავადების მთავარი სიმპტომი

პირველი შეტევა უპირატესად აღმოცენდება ღამით, შარდმჟავას დონის უეცარი მომატების შედეგად, მაგალითად, დიდი რაოდენობით ხორცის მიღების ან ლუდის დალევის შედეგად. სახსრის ტკივილი გამოწვეულია დაზიანებული ადგილის ანთებით და შეშუპებით, შეიძლება გაგრძელდეს საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში. დეტალებს გაეცანით ახალ ქართულენოვან საიტზე პოდაგრის შესახებ: http://www.podagra.ge/

პოდაგრა

პოდაგრა

2.სახსრები, რომლებსაც პოდაგრა ყველაზე მეტად აზიანებს

ადრეულ სტადიაში პოდაგრამ შესაძლოა დააზიანოს ფეხის ცერა თითი, ტერფი, მუხლი, იდაყვი, მაჯა და ხელის მტევანი. დროთა განმავლობაში სახსარი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს, რაც უხეშად დეფორმირებულ სახსრებთან ერთად, იწვევს ქრონიკულ ტკივილსა და ინვალიდობას. პოდაგრულმა ართრიტმა, ასევე, შეიძლება დააზიანოს თირკმლები და გაჩნდეს კენჭები. ასევე შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების საფრთხე (ჰიპერტენზია).

3.პოდაგრის მიმდინარეობა და სტადიები

პოდაგრა ყალიბდება წლების განმავლობაში, როგორც შარდმჟავას დონის მომატების (ჰიპერურიკემიის) შედეგი. ამჟამად აღწერილია ავადმყოფობის ოთხი სხვადასხვა სტადია, ესენია: უსიმპტომო ჰიპერურიკემია, პოდაგრის მწვავე შეტევა, პოდაგრის დროდადრო განმეორებად შეტევებს შორის სიმპტომების გარეშე პერიოდი და ქრონიკული პოდაგრა. აღნიშნული სტადიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ახალ საიტზე პოდაგრის შესახებ: http://www.podagra.ge/.

რამდენად გავრცელებულია პოდაგრა და ვინ ავადდება

პაციენტების უმრავლესობას პოდაგრა 30-60 წლის ასაკობრივ შუალედში უვითარდება. აღსანიშნავია, რომ პოდაგრით მამაკაცები უფრო ხშირად (80%) ავადდებიან, ვიდრე – ქალები, რადგან ქალებში შარდმჟავას დონე უფრო დაბალია მამაკაცებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებელი იმატებს მენოპაუზის შემდეგ.

4. პოდაგრის მკურნალობა

პოდაგრა ქრონიკული და მრავალსისტემური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მოითხოვს მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას.

შემთხვევათა უმრავლესობაში დიეტის მოწესრიგება არ არის საკმარისი ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას (<6 მგ/დლ) უფრო დაბლა დასაწევად და პაციენტებს სჭირდებათ შარდმჟავას კონცენტრაციის დამაქვეითებელი მედიკამენტის მიღება, რათა შარდმჟავას დონე სამიზნე ნიშნულს ჩამოსცდეს.

ზოგადად, პოდაგრა მკურნალობას ექვემდებარება და შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ტკივილი. თუ შარდმჟავას მაჩვენებელი ხანგრძლივად არის ნორმის ფარგლებში, პოდაგრის შეტევა მცირდება და არც სახსრები ზიანდება.

მედიკამენტის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეგიძლიათ, ამიტომ მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს : http://www.podagra.ge/

5. როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება?

პოდაგრული ართრიტის პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა, რაც ცხოვრების ჯანსაღი რუტინის შემუშავებას გულისხმობს. ჯანსაღმა დიეტამ პურინების დაბალი შემცველობით, ასევე რეგულარულმა ვარჯიშმა, წონის კონტროლმა, შესაძლოა დაგიცვათ პოდაგრის განვითარებისაგან.

პოდაგრის შესახებ ახალ საიტზე http://www.podagra.ge/ -ზე იხილავთ სასარგებლო რჩევებს, მაგალითად, კარგია ყოველდღე, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში ფეხით სიარული და  კვირაში ორჯერ ვარჯიში. თუმცა ვარჯიშის დროს აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება.

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს საკვებში პურინის შემცველობას. მნიშვნელოვანია პურინით მდიდარი პროდუქტების მოხმარების მკვეთრი შემცირება. ასევე, თავის შეკავება  ექსტრემალური დიეტებისა და შიმშილისაგან. ხორცის მოხმარება პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკს ჰქმნის (საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი, ხორცპროდუქტები – ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცპროდუქტები, ჰოთდოგები და ჰამბურგერები, ფრინველის – ქათმის და ინდაურის ხორცი, ფრინველისა და ცხოველის ღვიძლი);

უნდა მოერიდოთ ზღვის პროდუქტების მიღებას(თევზი და ზღვის პროდუქტები, საჭმელი მოლუსკები და კიბოსებრნი; ასთაკვი, ხამანწკა, კრევეტი); პურინით მდიდარ ბოსტნეულს (ბარდა, ლობიო, ოსპი, ისპანახი, სოკო, შვრია და ყვავილოვანი კომბოსტო); ალკოჰოლურ –  (უალკოჰოლო ლუდის ჩათვლით), სპირტიან და შაქრიან გამაგრილებელ სასმელებს. დამატებითი  ინფორმაცია იხილეთ:  http://www.podagra.ge/

სტატია მომზადებულია ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისტრიბუშენ ჯორჯიას მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი