ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეიარაღებულმა ძალებმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს – ევროკავშირი სომხეთზე

25 თებერვალი, 2021 • 1147
შეიარაღებულმა ძალებმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს – ევროკავშირი სომხეთზე

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს“ და ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და აარიდონ თავი ისეთ რიტორიკას ან ქმედებას, რამაც შეიძლება შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.

„პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებისა და პროცედურების მკაცრი დაცვით“, – აცხადებს ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანო.

„სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ საკითხებში და უნდა იყვნენ სამოქალაქო კონტროლის ქვეშ“, – აცხადებს ევროკავშირი.

25 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, „დემოკრატიული და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება ერთადერთი გზაა, რითაც სომხეთი შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“.

ერევანში ვითარება დაძაბულია. გენერალური შტაბი ქვეყნის მეთაურს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ ემორჩილება და მის გადადგომას ითხოვს.

ფაშინიანმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა – ოპოზიცია დაშლას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი