ახალი ამბები

დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილება, იდეისთვის ბრძოლა, იგივე რჩება

25 თებერვალი, 2021 • 987
დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილება, იდეისთვის ბრძოლა, იგივე რჩება

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა. უწყებამ დღევანდელი განცხადებით გამოთქვა მზაობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადახდას დათანხმდება, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ.

საპასუხოდ, პარტიაში ამბობენ, რომ პროკურატურის ეს განცხადება არაფერს ცვლის და მელია საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული რჩება:

“ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ კიდევ ერთი აბსურდული და შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსტიტუტი, არ არსებობს და მთლაიანდ ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ისევე, როგორც სასამართლო და მართლმსაჯულების ყველა რგოლი.

ნიკა მელიას მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ გავრილოვის დავალებით, გავრილოვის შეკვეთით საქართველოს ხელისუფლებისადმი გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეს ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას, პრინციფს და ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და არის საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისაც სურს, საქართველოს იყოს თავისუფალი, რასაკვირველია, იყო განპირობებული ზუსტად ამ სამართლიანობის იდეით”, — ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, პროკურატურა შეშინებულია და დღევანდელი განცხადებაც მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ როგორმე სასურველ მიზანს მიაღწიონ, და მელიას მონაწილეობა მიაღებინონ უსამართლობაში თავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ:

“რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ მათ როგორმე მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და ამ უსამართლობაში მონაწილეობით მიიღოს თავისუფლება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება.

ნიკა მელია იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური პროკურატურის გამო, სადაც ახლა არის ნიკა მელია, იმაზე უფრო თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური. ნიკა მელიას გადაწყვეტილება, იდეისთვის ბრძოლა, რჩება იგივე და, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს განცხადება, რომელიც გვახსოვს იღწვოდნენ, ვინმე სხვას გადაეხადა გირაო, უსუსური მცდელობაა თავის მართლების.

ნიკა მელია არასოდეს გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე. პროკურატურის ამ აბსურდულმა გადაწყვეტილებამ არაფერი შეცვალა ნიკას გადაწყვეტილებაში, რომ გავრილოვისთვის უსამართლო გირაო არ გადაეხადა, რომელიც გადახდილია უკვე და თავიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო კიდევ დაეკისრა” ,— ამბობს დეკანოიძე.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი