ახალი ამბები

სააპელაციომ მელიას პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

25 თებერვალი, 2021 • 846
სააპელაციომ მელიას პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკაკავშირებით საჩივარი დაუშვებლად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა  და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს გირაოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართა.

საჩივარი დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა.

ამ თემაზე ვრცლად:

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი