ახალი ამბები

26 თებერვალს მსვლელობა მოეწყობა – დეკანოიძე

23 თებერვალი, 2021 • 743
26 თებერვალს მსვლელობა მოეწყობა – დეკანოიძე

26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მოაწყობს. ამ გეგმის შესახებ დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ არ ესმოდათ კონსტრუქციული წინადადებები, ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრის შემდეგ, კრიზისის განსამუხტად, 25 თებერვლის აქცია გადადო.

„დღეს მოხდა ის, რაც მოხდა – ბოლშევიკების მიერ ჩვენი ოფისისი დარბევა, ნიკას გატაცება, ადამიანების დაზიანება. ახლა მე და თქვენ, ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმოონიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, „როდიონოვების“, „გავრილოვების“ წინააღდეგ და, რაც მთავარია – თავისუფლებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

განახლება: აქციამ 13:00 საათზე გადმოიწია


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მომიტინგეები პარლამენტთან ინაცვლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი