ახალი ამბები

ოფისიდან სერვერები წაიღეს – ენმ-ის პრესცენტრი

23 თებერვალი, 2021 • 914
ოფისიდან სერვერები წაიღეს – ენმ-ის პრესცენტრი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრის თანახმად, შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას დასაკავებლად შტურმის პარალელურად ოფისის კომპიუტერული სერვერებიც წაიღეს.

ენმ-ის თანახმად, სერვერები ქვედა, მინუს სართულზე [სარდაფში] იყო მოთავსებული, ნიკა მელია კი ბოლო, მე-3 სართულზე იმყოფებოდა.

პრესცენტრის თანახმადვე, გაურკვეველია, თუ რა უნდოდათ პოლიციელებს ქვედა სართულზე და რა მიზნით წაიღეს სერვერები.

ამავე სართულზე, საწყობში, ასევე შემტვრეულია რამდენიმე კარი.

ოთახი, სადაც ენმ-ს ოფისის სერვერებია მოთავსებული. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

„ნეტგაზეთი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს. მათი პასუხის შემდეგ მასალა განახლდება.

შსს არ ამბობს, რომელი გამოძიების ფარგლებში ამოიღო ენმ-ის ოფისიდან სერვერები

მასალების გადაბეჭდვის წესი