ახალი ამბები

კინზინგერი: მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს დრამატული ქმედებები

23 თებერვალი, 2021 •
კინზინგერი: მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს დრამატული ქმედებები

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დასაკავებლად მიმდინარე შტურმს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, დრამატული ქმედებები შეწყვიტოს:

“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ისევ მოვახდინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ, ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას” ,- ამბობს კინზინგერი.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი