ახალი ამბები

ენმ-ის ოფისთან პოლიცია და მეხანძრეები მობილიზდნენ

23 თებერვალი, 2021 • 571
ენმ-ის ოფისთან პოლიცია და მეხანძრეები მობილიზდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც ამჟამად პარტიის ლიდერი, ნიკა მელია იმყოფება, პოლიცია და მაშველები მობილიზდნენ.

„ჩვენი მიზანია, რომ წინააღმდეგობის გარეშე, მოვახდინოთ სასამართლო განჩინების აღსრულება. ყოველგვარი იძულების გარეშე“, – აცხადებენ სამართალდამცველები.

[მასალა განახლდება]


„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებს, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემს და ასევე იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ოფისს თავისუფლად ტოვებს.

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი