ახალი ამბები

ჩვენთვის უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები – ოხანაშვილი აშშ-ის ყოფილ ელჩზე

22 თებერვალი, 2021 • 516
ჩვენთვის უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები – ოხანაშვილი აშშ-ის ყოფილ ელჩზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის საქართველოში აშშ-ის მოქმედი ელჩის პოზიცია უფრო “ძვირფასია”, ვიდრე ყოფილი ელჩების.

ასე უპასუხა ოხანაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას, რომელმაც “ფორმულას” უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვლენებს აკონტროლებს.

“ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები და მასთან პარტნიორული თანამშრომლობა, მისი მხარდაჭერა იმ პროცესების, რა პროცესებსაც “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და უშუალო პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ კონკრეტული ქმედებებით გზას დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთის”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი