ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის შედეგად მივიღეთ ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება — ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 1509
ვარდების რევოლუციის შედეგად მივიღეთ ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახდა. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მოჩვენებითი  განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება.

უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა”,  — აღნიშნა ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ წარსულზე საუბრისას.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მსოფლიო ბანკის მონაცემებით(1995-2019)

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მსოფლიო ბანკის მონაცემებით(1995-2019)

დღესვე გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი