ახალი ამბები

საქართველოში პირველი კონსტიტუცია 100 წლის წინ მიიღეს

21 თებერვალი, 2021 • 1401
საქართველოში პირველი კონსტიტუცია 100 წლის წინ მიიღეს

საქართველოში პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს.

საქართველოში დღეს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წელს მიღებული კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.

იმ დროისთვის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუცია მოიცავდა 17 თავსა და 149 მუხლს. სწორედ ამ დოკუმენტით განსაზღვრა ძირითად პოლიტიკურ წყობად – დემოკრატიული რესპუბლიკა.

როგორც ეროვნული არქივის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

„კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ.

პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა,“ – ამბობს ეროვნული არქივი.

ღარიბი ბავშვებისთვის უფასო წიგნები და მათი დახმარება, კაცებისა და ქალები თანასწორობის იდეა, შრომის ინსპექცია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მუხლებისა, რომელსაც საქართველოს პირველი კონსტიტუცია ითვალისწინებდა.

სხვა საინტერესო მუხლებზე წაიკითხეთ აქ:

ტესტი – რამდენად კარგად იცნობ 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციას?

გარეკანი ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

მასალების გადაბეჭდვის წესი