ახალი ამბები

ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან სლემიდან 8 მედლით ბრუნდებიან

20 თებერვალი, 2021 • 1210
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან სლემიდან 8 მედლით ბრუნდებიან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან, ისტორიული ბრინჯაო მოიპოვა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა.

ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა და გელა ზაალიშვილმა შემატეს. ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ მოიპოვა, 4 ბრინჯაო კი გურამ თუშიშვილის, ილია სულამანიძის, ბექა ღვინიაშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა.

ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ეს ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.

ამ შედეგებით, თელ-ავივის გრან სლემზე ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილის დაკავება შეძლო. მეორე და მესამე პოზიცია ესპანეთმა და ნიდერლანდებმა დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი