საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 396 შემთხვევა გამოვლიდნა, გარდაიცვალა 19 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ვებგვერდის მონაცემებით, ამავე პერიოდში ჩატარდა 18 015 ტესტი, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით.

გამოჯანმრთელდა 469 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ახალი 396 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 170
  • აჭარა – 8
  • იმერეთი – 59
  • ქვემო ქართლი – 11
  • შიდა ქართლი – 41
  • გურია – 25
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27
  • კახეთი – 32
  • მცხეთა – მთიანეთი – 9
  • სამცხე – ჯავახეთი – 8
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.2%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე კი -2.6%.

საქართველოში სულ კორონავირუსის 268 097 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 261 066 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 425 გარდაიცვალა.