ახალი ამბები

გუდაუთაში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

19 თებერვალი, 2021 • 1517
გუდაუთაში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

გუდაუთაში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ცეცხლი საოჯახო სასტუმროში 19 თებერვლის საღამოს გაჩნდა.

ამავე ცნობებით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას შენობის რამდენიმე სართული უკვე ცეცხლში იყო გახვეული. სასტუმროში ცხოვრობდნენ ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, დამწვარ სასტუმროში 2018 და 2020 წელს დაბადებული ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი