ნეტგაზეთი | მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს – უგულავა მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს – უგულავა – Netgazeti
RU | GE  

მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს – უგულავა

გიგი უგულავა გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს მოწოდებას მოლაპარაკებების შესახებ.

უგულავას თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ენმ-ის ოფისში სპეცრაზმის გაგზავნა ამას ხელს არ უწყობა.

“პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად, მაგრამ პოლიციის და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი – ნიკა მელია ციხეში არ წავა”,- განაცხადა უგულავამ.

არსებული ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემიდან – აშშ-ის საელჩო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.