გიგი უგულავა გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს მოწოდებას მოლაპარაკებების შესახებ.
უგულავას თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ენმ-ის ოფისში სპეცრაზმის გაგზავნა ამას ხელს არ უწყობა.
“პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად, მაგრამ პოლიციის და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი – ნიკა მელია ციხეში არ წავა”,- განაცხადა უგულავამ.
არსებული ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემიდან – აშშ-ის საელჩო
