არსებული ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემიდან – აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. “აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია”,- აცხადებს საელჩო და ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed