ახალი ამბები

თოვლის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

17 თებერვალი, 2021 • 618
თოვლის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო 112-დან სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობითვე, გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებსა და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა 26 ავტომობილი.

“ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად, დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას

მასალების გადაბეჭდვის წესი