ახალი ამბები

მორიგი დამძიმების შემდეგ უცებ ხდება ოპოზიციური პარტიის პირველი პირი — ზავრადაშვილი მელიაზე

16 თებერვალი, 2021 • 722
მორიგი დამძიმების შემდეგ უცებ ხდება ოპოზიციური პარტიის პირველი პირი — ზავრადაშვილი მელიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა პროკურორს ჰკითხა, თუ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს პოტენციური დანაშაული ეპატიოს მისი რეგალიის მომატების გამო.

აღნიშნული კითხვით ზავრადაშვილმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც განიხილეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხი.

“მე იურისტი არა ვარ. შესაბამისად, შეიძლება, ჩემი კითხვა იურიდიული ტერმინოლოგიით ვერ ჩამოვაყალიბო, მაგრამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მაქვს შეკითხვები:

  1. 30 000 ლარის გადახდის დროს იყოს თუ არა რამე ოფიციალური ან არაოფიციალური მცდელობა იმისი, რომ ამ თანხასაც არ გადაიხდიდა.
  2. პირველი სასჯელის დროს ბრალდებულს პარლამენტის წევრის სტატუსი და რიგითი ოპოზიციური პარტიის წევრის სტატუსი. მეორე შემთხვევაში, როგორც ვიცი, უცებ, მორიგი დამძიმების შემდეგ რეგალია იცვლება და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური და საკმაოდ ჩამოყალიბებული ოპოზიციური პარტიის პირველი პირი. თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა როდესმე ან ჩვენს ქვეყანაში, ან თუ არსებობს რამე ფორმის პრაქტიკა, რომ დანაშაულის წინ ან პოტენციური დანაშაულის წინ რაღაც რეგალიის მომატება საფუძველი გამხდარიყო იმისა, რომ ესა თუ ის პოტენციური დანაშაული ეპატიოს ადამიანს”, – განაცხადა ზავრადაშვილმა და დასძინა, რომ მისი აზრით, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, განურჩევლად სტატუსისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი