ახალი ამბები

პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში – ბოლქვაძე

16 თებერვალი, 2021 • 719
პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში – ბოლქვაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საუბრისას ამბობს, რომ მას არ შეუძლია პარლამენტში პირადი გადაწყვეტილებები მიიღოს და ის ემხრობა კანონის უზენაესობას.

ბოლქვაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ კანონის უზენაესობას ემხრობა. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, უშუალოდ მისი პირადი გადაწყვეტილება რა იქნება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ელისო ბოლქვაძე პასუხობს:

„მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში. ხომ ხვდებით?!ჩემი აზრი უკვე გითხარით, ჩემი აზრი ერთადერთია, კანონის უზენაესობა“, – ამბობს ის.

 


საქართველოს პარლამენტი 16 თებერვალს კენჭს უყრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, რის შემდეგაც პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი