ახალი ამბები

„ვაკის პარკი ისევ ჩვენი დასაცავია“ – შაბათს თბილისში აქცია გაიმართება

15 თებერვალი, 2021 • 1487
„ვაკის პარკი ისევ ჩვენი დასაცავია“ – შაბათს თბილისში აქცია გაიმართება

„ვაკის პარკი ისევ ჩვენი დასაცავია“- ამ სახელწოდებით შაბათს ვაკის პარკში აქცია გაიმართება.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 15 დეკემბერს, კომპანიამ თქვა, რომ მიუხედავად მერიის წინააღმდეგობისა, აქ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას მაინც განაახლებს.

როგორც აქციის ორგანიზატორები განცხადებაში წერენ, 2013 წლიდან სამოქალაქო საზოგადოება ვაკის პარკის გადასარჩენად იბრძვის, თუმცა დღემდე შედეგი ოფიციალურად არაა დადასტურებული.

„მოვითხოვთ, რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორია ოფიციალურად შეუერთდეს ვაკის პარკის ტერიტორიას, (ამას საჯაროდ შეგვპირდა კალაძე, არაერთხელ. მისი წინასაარჩევნო პროგრამის ქვაკუთხედად ჰქონდა პარკი); მერიამ თავად და საასწრაფოდ (!!!) მოაგვაროს მოლაპარაკებები ინვესტორთან და მორჩეს ტერორისტული სპეკულაციების კვებას!

საზოგადოებას სჭირდება პარკი და არაფერი მეტი ამ ადგილას ! ასევე მოვითხოვთ: დასრულდეს გაუთავებელი რეაბილიტაციების გამო პარკების დახურვა დამსვენებლებისთვის და თუკი აუცილებლად აპირებთ, პარკის ხარჯზე ფულით ჯიბეები ამოივსოთ, კეთილი ინებეთ და სექციებად დაყავით, ნუ გვიზღუდავთ ერთადერთ გასართობს – პარკში სეირნობას“ ,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებარე კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხვალიდან, 16 თებერვლიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას განაახლებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ.

ვრცლად:

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი