ახალი ამბები

ეპისკოპოსი იაკობი: არჩევნები რომ ჩატარდეს, გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?!

15 თებერვალი, 2021 • 1300
ეპისკოპოსი იაკობი:  არჩევნები რომ ჩატარდეს, გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?!

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, შესაძლოა, რომელიმე ძალას მხარი დაუჭირონ, თუმცა აცხადებს, რომ დღეს მოქმედი პარტიებიდან ეს არცერთი იქნება.

ეპისკოპოს იაკობის აზრით, თუ ეკლესია კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდება, მას ხალხის დიდი მხარდაჭერა ექნება:

“ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ. ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]? ხალხს უყვართ თუ რა? […] პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ მსოფლიოშიც. პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას […].

ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს, ისეთს […]. კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით. ჩვენ თუ დავუჭერთ [მხარს], დღეს მოქმედს არავის. ჩვენ როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არ გადავაჩეხინებთ არავის”, – ამბობს ეპისკოპოსი ჟურნალისტებთან საუბრისას ‘ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი