ახალი ამბები

დაპირისპირება “ოცნების” ოფისთან: დაკავებულია 2 პირი

13 თებერვალი, 2021 • 728
დაპირისპირება “ოცნების” ოფისთან: დაკავებულია 2 პირი

თბილისში, “ქართული ოცნების” სათაო ოფისთან, პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ორი ადამიანი.

მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობაში უმრავლესობის სხდომა სრულდებოდა.

ისინი პარტიის ოფისიდან გამოსული კახა კალაძის მისამართით სკანდირებდნენ შეძახილს “მონა!”, რის შემდეგაც, ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულთაგან ერთ-ერთს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, მეორეს კი — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დღეს, 13 თებერვალს გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხდნენ, რომ უმრავლესობა დააკმაყოფილებს პროკურატურის თხოვნას და მხარს დაუჭერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას.

“ოცნება” მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

მასალების გადაბეჭდვის წესი