ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 27 187 ტესტი, გამოვლინდა 535 შემთხვევა – 13 თებერვალი

13 თებერვალი, 2021 • 936
ჩატარდა კორონავირუსის 27 187 ტესტი, გამოვლინდა 535 შემთხვევა – 13 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში ჩატარდა 27 187 ტესტი, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 806 PCR ტესტი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 757 პირი.

“რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%” — ამბობენ უწყებაში.

ახალი 535 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 201
  • აჭარა – 28
  • იმერეთი – 101
  • ქვემო ქართლი – 36
  • შიდა ქართლი – 40
  • გურია – 32
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42
  • კახეთი – 36
  • მცხეთა – მთიანეთი – 10
  • სამცხე – ჯავახეთი – 6
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 6, იმერეთში – 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში.

2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ვკითხულობთ მთავრობის პრესრელიზში.

საქართველოში სულ კორონავირუსის 265 200 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 257 441 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 343 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი