ახალი ამბები

ქუთაისში აქციაზე 6 პირი დავაკავეთ – შსს

12 თებერვალი, 2021 • 812
ქუთაისში აქციაზე 6 პირი დავაკავეთ – შსს

ქუთაისში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უწყების შენობაში შესვლას აპირებდნენ, პოლიციამ კი ამის ნება არ მისცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აქტივისტები ამბობენ, რომ მერიისა და მუნიციპალიტეტების სხვა მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას აპროტესტებენ, მათ შორის, პირადი მიზნებისთვის.

შსს ამბობს, რომ 6 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: ქუთაისიპოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.