ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს

11 თებერვალი, 2021 • 1599
ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა  სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია შეიცვალა, რაზეც ეპისკოპოსმა მიქაელმა უპასუხა, რომ ეს “ღვთის ნებაა”.

“რასაკვირველია [ღვთისნება იყო სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება]” – ამბობს ეპისკოპოსი მიქაელი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი პეტრე 2019 წელს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა შეცვალა.

ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეპისკოპოსი გრიგოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი