ახალი ამბები

ასთმის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შანსებს 90%-ით ამცირებს – ოქსფორდის კვლევა

11 თებერვალი, 2021 • 1147
ასთმის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შანსებს 90%-ით ამცირებს – ოქსფორდის კვლევა

მედიკამენტი, რომელიც ასთმის მქონე პაციენტებში ხშირად გამოიყენება სამკურნალოდ, შესაძლოა, კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებსა და დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას ამცირებდეს ერკვირიანი კურსის გავლის შემდეგ. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები საუბრობენ.

როგორც როიტერსი წერს, მონაცემები შუალედურ კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს სტეროიდ ბუდეზონიდის შედეგები. პრეპარატის საბაზრო დასახელება პულმიკორტია და მას ასტრაზენეკა აწარმოებს.

გამოცემის ცნობით, 28-დღიანი კვლევის ფარგლებში, რომელშიც  156 პაციენტი მონაწილეობდა, გამოვლინდა, რომ ვინც აღნიშნული პრეპარატის ინჰალაციას იტარებდა, 90%-ით შეუმცირდათ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის რისკი.

მკვლევრების თქმით, კვლევის ჰიპოთეზა იმას ეფუძნებოდა, რომ პანდემიის დასაწყისში კლინიკებში შედარებით იშვიათად ხვდებოდნენ COVID-ინფიცირებულები, რომლებიც ქრონიკულ რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ სტეროიდული ინჰალატორები ჰქონდათ დანიშნული.

პირვანდელმა მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ მოხალისეებს, რომლებიც ბუდეზონიდით მკურნალობდნენ, არ ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა და დაავადებისთვის დამახასიათებელი ნაკლები სიმპტომი უვითარდებოდათ.

ოქსფორდის უნვიერსიტეტის კვლევის შედეგები მეცნიერთა სხვა ჯგუფის მიერ ამ დროისთვის გადამოწმებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი