შსს-მ ბათუმში დააკავა ორი პირი, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს
დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა
გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ
სასჯელის სახით 18 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების თანახმად, 2007 წლის პირველ იანვარს ბათუმში, ერასა და
ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას
ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
