ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | , ,

საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავა – სუსი

8 თებერვალი, 2021 | | 676
საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავა – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დაკავების ფაქტზე გააქტიურდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას. უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი