ახალი ამბები

წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს – ხაბარელი

8 თებერვალი, 2021 • 741
წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს – ხაბარელი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ თეა წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს.

“თეა წულუკიანმა ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და, მე ვფიქრობ, ზუსტად თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის მენეჯერია ძალიან კარგი, სფეროსაც იცნობს, დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცავა”, — განაცხადა ხაბარელმა.

თეა წულუკიანი იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. როგორც ცნობილია, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან.

“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ კულუტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი