ახალი ამბები

„ბასლეინებში“ კერძო ავტომობილების მოძრაობა 8 თებერვლიდან ისევ დაისჯება

7 თებერვალი, 2021 • 903
„ბასლეინებში“ კერძო ავტომობილების მოძრაობა 8 თებერვლიდან ისევ დაისჯება

8 თებერვლიდან საავტობუსე ზოლებში, „ბასლეინებში“, კერძო ავტომობილების მოძრაობა იკრძალება.

რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, მერიის გადაწყვეტილებით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები გახდა.

თუმცა 8 თებერვლიდან საავტობუსე ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება.

კერძო სატრანსპორტო საშუალებები „ბასლეინებში“ გადაადგილებისას დაჯარიმდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი