ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესი ნავალნის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს

4 თებერვალი, 2021 • 509
აშშ-ის კონგრესი ნავალნის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს

აშშ-ის კონგრესში ნავალნის მოწამვლის გამო დარეგისტრირდა ორპარტიული კანონპროექტი  რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სანქციებს რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან საერთაშორისო სამართლის დარღვევაში, ოპოზიონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების ჩათლით.

კანონპროექტის ავტორები ითხოვენ როგორც ნავალნის, ასევე, სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ბორის ნემცოვის მკვლელობისა და ვლადიმერ პუტინის პირადი სიმდიდრის შესახებ სახელმწიფო მდივნის მიერ ანგარიშის მომზადებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმუშაოს გერმანიასთან, რათა ამ უკანასკნელმა უარი თქვას გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მხარდაჭერაზე.

კანონპროექტის შინაარსი დიდწილად იმეორებს კონგრესში 2020 წლის სექტემბერში შეტანილ კანონპროექტს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში, სავარაუდოდ, ნერვული აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა.

ის რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი