ახალი ამბები

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – წულუკიანი ელისაშვილს

2 თებერვალი, 2021 • 1319
თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – წულუკიანი ელისაშვილს

თეა წულუკიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილს ჰკითხა, რომ თუ არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია, რატომ შევიდა პარლამენტში.

ელისაშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავისი ტელეფონის ნომერი დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მისი შესვლის მიზანია, სამომავლო არჩევნები აღარ გაყალბდეს.

ამის საპასუხოდ წულუკიანმა ელისაშვილს ასევე დაუსახელა ნომერი, შემდეგ კი თქვა:

„ჩაინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

“შევთანმხდით და ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში” — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი