ახალი ამბები

გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს “უმძიმესად აღმაშფოთებელს” უწოდებს

1 თებერვალი, 2021 • 913
გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს “უმძიმესად აღმაშფოთებელს” უწოდებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღმაშფოთებლად აფასებს ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს, როდესაც მოსწავლეებს მერიის ტუალეტი დაასუფთავებინეს.

“შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი — უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები ხვალ იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც”, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ჩხოროწყუს მეორე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო გამოძიება.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი