მეორე მხრივ, როგორც ექსპერტი მიიჩნევს, რუსეთს გამართლება სჭირდება იმისთვის, რომ ყარაბაღში საკუთარი სამშვიდობო მისია ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული მშვიდობის დამყარების შემდეგ, მისი როლი დაიკარგება.
“რუსეთი მუდმივად ბალანსს მიმართავს. მას დიდი გავლენა აქვს, თუმცა ეს ძალიან რთული თამაშია. ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში რუსეთს სურს კონფლიქტზე პასუხისმგებლობის გაყოფა საფრანგეთთან და აშშ-თან. ასევე, ვფიქრობ, რომ თავად ბაქოსაც და ერევანსაც არ სურთ, რომ რუსეთს ჰქონდეს მონოპოლია კონფლიქტზე”.
მისივე აზრით, აშშ-ს და ევროკავშირს შეუძლია რიგ საკითხებში, მათ შორის პოლიტიკურ და რეგიონის ეკონომიკურ საკითხებზე, საუბარი და მხარდაჭერა, თუმცა ამ ეტაპზე ბევრად ჩამორჩნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესს, რუსეთისგან განსხვავებით.
რუსეთი შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.