ახალი ამბები

მთავრობა პირველ თებერვალს თუ არ დადებს კონკრეტულ გეგმას, დავიწყებთ დაუმორჩილებლობას – აქციის ორგანიზატორები

30 იანვარი, 2021 • 868
მთავრობა პირველ თებერვალს თუ არ დადებს კონკრეტულ გეგმას, დავიწყებთ დაუმორჩილებლობას – აქციის ორგანიზატორები

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მთავრობას პირველ თებერვლამდე აძლევენ ვადას, რათა ხელისუფლებამ დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება და ამის გარშემო კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. ამის შესახებ განცხადება დღევანდელ აქცია, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ალექსანდრე გიორგაძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა პირველი თებევრლის საღამომდე არ შესრულდება, სხვადასხვა ბიზნესი დაუმორჩიებლობას გამოაცხადებს და მუშაობას შეზრუდვების მიუხედავად განაახლებს:

“ჩვენ გვქონდა დაანონსებული დეკემბერში, შემდეგ იანვარში, რომ პირველი თებერვალი იყო ის ზღვარი, როდესაც გაიხსნებოდა ქვეყანა, გაიხსნებოდა სკოლები, აღდგებოდა ტრანსპორტი, დაიწყებდა ბიზნესი მუშაობას და ა.შ. ახლა პირველ თებერვლამდე დარჩენილია 2 დღე. ორშაბათს, პირველ თებერვალს თუ ხელისუფლება არ დაიწყებს ამ პროცესს, არ გახსნის, არ დადებს კონკრეტულ გეგმას როდის და რანაირად გაიხსნება, თუ პირველ თებერვალს მათი ბრიფინგიდან ჩვენ ეს არ მოვისმინეთ ამას, მაშინ ჩვენ, ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი, ბიზნესი, რესტორნები, სასტუმროები, სატრანსპორტო კომპანიები და სხვა დაწესებულებები, დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ამ რეგულაციებს და შეზღუდვებს ყურადღებას და კონკრეტულად ორშაბათს გაჟღერდება სოციალურ ქსელებში, დავიწყებთ იმ მასობრივ დაუმორჩილებლობას, რომელიც არ გვინდა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში არაფერი არ მოხდება. ჩვენ დაგხვდებით ყველგან, რომ ვერ მოგვწვდნენ მათი ხელები”, – განაცხადა გიორგაძემ.

დღეს, 30 იანვარს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი “ქვეყნის გახსნას”, “კომენდანტის საათის” გაუქმებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და ბიზნესებისთვის მუშაობის შესაძლებლობას ითხოვდნენ.

ამასთან, დღევანდელი აქციის პარალელურად 200-მდე რესტორანმა შეწყვიტა ონლაინ, მიტანის სერვისით მუშაობა და მათი წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი