სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან აღდგება.
სამსახური აცხადებს, რომ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის არგუმენტით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.
„ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოიხსნას“, – წერია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.