ნეტგაზეთი | ისტორიების მატარებელი – საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი ისტორიების მატარებელი – საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი – Netgazeti
RU | GE  
ისტორიების მატარებელი - საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი

ისტორიების მატარებელი – საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი

საქართველოს რკინიგზამ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები – რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა.

თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. მათ შორის არიან: ნიკო ხერკელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ბესიკ არბოლიშვილი, ზურა გომელაური, ოლეგ ტიმჩენკო, დალი ფოდიაშვილი და სხვები.  ბროშურაში ასევე მოთხრობილია ფიროსმანის, გალაქტიონისა და ტერენტი გრანელის საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდების შესახებ. ,,ისტორიების მატარებელი” – ამ სახელწოდების ბროშურის განთავსებას საქართველოს რკინიგზა მოგვიანებით მატარებლებშიც გეგმავს.

ისტორიების მატარებელი - საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი