ახალი ამბებირეკლამა

„გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება“– Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს! 

27 იანვარი, 2021 • 1120
„გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება“– Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს! 

ხანდახან ადამიანებს იმ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები გვიჩნდება, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. ტექნიკა და ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ყოფა. თუმცა, ამ ტექნიკაშიც არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე აქტიური, ხშირი და განსაკუთრებულია, მაგალითად სმარტფონთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან, სმარტ საათთან და ა.შ.

ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიკასთან გაცილებით ახლო და ღირებული ურთიერთობა ყალიბდება და ის ჩვენი ცხოვრების ერთგვარ პარტნიორადაც კი იქცევა.

თუმცა, აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ეს ურთიერთობებიც თითქოს ფუჭდება. დროსთან ერთად, ზემოთხსენებული ჩვენი პარტნიორებიც იცვლებიან – ჩვენს შეხებაზე ძველებურად აღარ რეაგირებენ, “გვიჭედავენ” (ხშირად უმიზეზოდაც)… ამ დროს, ჩვენი გემოვნებაც, საჭიროებებიც და ინტერესებიც იცვლება და შესაძლოა, სხვები ან თუნდაც მათი ახალი ვერსიები უფრო გვიზიდავენ.

ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი საერთო მოგონება, თავგადასავალი და სიხარული გაგვიზიარებია წინა ‘პარტნიორთან’. ეს ყველაფერი მეხსიერებას დარჩება, მაგრამ, უმჯობესია არსებულთან დამშვიდობება და ახლის, უკეთესის პოვნა, რომელიც უფრო მეტად მოგვწონს და გაგვახარებს.

ამიტომ, დაემშვიდობე ყოფილს და გაცვალე რაშიც გაგიხარდება!

www.extra.ge-ს საიტზე მომხმარებელს უკვე შეუძლია განათავსოს საკუთარი ტექნიკა, რომლის გამოცვლაც სურს. ახალი პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს აქვს საშუალება შეაფასოს გამოსაცვლელი ნივთის ღირებულება, რომელიც დგინდება აღწერისა და ფოტოების შესაბამისად, პარტნიორი კომპანია „MINO“-ს ტექნიკოსების მიერ. მას შემდეგ, რაც ნივთი შეფასდება, მომხმარებელი თავად გადაწყვეტს დაიტოვოს თავისთვის, თუ ჩააბაროს შესაბამისი საფასურით. თანხმობის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები 1 დღის ვადაში იზრუნებენ ნივთის ტრანსპორტირებაზე, ხოლო მომხმარებელს თანხა Extra.ge-ს ბალანსზე აესახება, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სასურველი, ახალი ტექნიკისა თუ ნივთის შესაძენად.

“Extra.ge  მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ონლაინ ვაჭრობის სამომხმარებლო გამოცდილება. ეს პროექტიც სწორედ ამის დასტურია. ჩვენ ვეცადეთ გამოგვეკვეთა მომხმარებლისათვის დამახასიათებელი ქცევა და მეტი კომფორტი შეგვექმნა ონლაინ ვაჭრობისას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კამპანია კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს დაანახებს ონლაინ ვაჭრობის უპირატესობებს და კომფორტს, რაც მთავარია ყველა მსურველს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროსა და რესურსებს! – აცხადებს თამუნა ბუაძე, Extra.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი