ახალი ამბებირეკლამა

ნაძვის ხეების დიდი არჩევანი Extra-ზე

4 დეკემბერი, 2023 •
ნაძვის ხეების დიდი არჩევანი Extra-ზე

ახალი წლის დაუვიწყარი მოგონებების შექმნა მარტივია, თუ ზუსტად წარმოგიდგენია როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენთვის ზღაპრული ნაძვის ხე.

არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ალბათ, იმასაც შეამჩნევდი, რომ ნაძვის ხეები Extra-ზე სპეციალური დასახელებით გხვდება:
● სკანდინავიური
● ნორვეგიული
● ბავარიული
● კავკასიური
● და სხვა

ერთი შეხედვით, შესაძლოა იფიქრო, რომ ყველა მათგანი ერთმანეთს ჰგავს. სინამდვილეში, ნაძვის ხეები განსხვავდებიან წიწვების ფორმით და ტოტების განლაგებით.

ზუსტად ეს დეტალები ანიჭებს  ხელოვნურ ნაძვის ხეს რეალისტურ იერს. სახელწოდებაც ბუნებრივი ნაძვის ანალოგებზე მიუთითებს.

ნაძვის ხის პოპულარული სახეობები

მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე პოპულარული ნაძვის ხეები გამოირჩევა სავსე ტოტებით, დაბურული წიწვებით და ულამაზესი ფორმით.

  1. შოტლანდიური ნაძვის ხე – Scotch Pine

1

რაც ყველაზე თვალშისაცემია, შოტლანდიურ ნაძვს აქვს ძალიან ლამაზი ფორმა და დაბურვა. ღია მწვანე ფერის წიწვები განლაგებულია თანაბრად ცენტრალური ტოტის ირგვლივ.

  1. ნორვეგიული ნაძვის ხე – Norway Spruce

2

ნორვეგიული ნაძვის ხე გამორჩეულია თავისი დახვეწილი, კონუსური ფორმით და წვეტიანი დაბოლოებით. აქვს ორიგინალური განლაგების ტოტები და ნათელი, მწვანე წიწვები.

  1. ფრეიზერის ნაძვის ხე – Fraser Fir

3

თუ არჩევანს ამ სახეობაზე შეაჩერებ, შენი ნაძვის ხე იქნება წიწვებით სავსე და დეკორაციებით უხვად დახუნძვლის საშუალებაც გექნება.

  1. კოლორადოს ნაძვის ხე – Colorado Blue Spruce

4

კოლორადოს ნაძვის ხეს თხელი, ნემსისებრი წიწვები აქვს, რომელსაც შთამბეჭდავად დაჰკრავს ოდნავ მოლურჯო ფერი. გამორჩეულად ლამაზია მისი ფორმაც. ის საახალწლო ნაძვის ხის სხვა სახეობებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

  1. დუგლას ნაძვის ხე – Douglas Fir

5

დუგლას ნაძვი იგივე კანადური, კალიფორნიული ან ესპანური ნაძვის სახელით არის ცნობილი, რადგან ბუნებრივი ჯიში სწორედ ამ არეალშია გავრცელებული. აქვს თვალისმომჭრელი დიზაინი. ბაზარზე, უმეტესად, კენკრით და გირჩებით გაფორმებულს შეხვდები.

  1. დიდი ნაძვი – Grand Fir

6

სახელწოდებიდან გამომდინარე, ის ნაძვებს შორის ყველაზე მაღალ ჯიშს მიეკუთვნება. აქვს ფართო გაშლა, მუქი მწვანე ფერის, ხშირი წიწვები. საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალურია.

  1. ბალზამის ნაძვი – Balsam Fir

7

ბალზამის ნაძვს აქვს მუქი მწვანე, სიბრტყეზე განლაგებული წიწვები და ორიგინალური განლაგების ტოტები. ეს ყველაფერი, ულამაზეს ფორმასთან კომბინაციაში, განსაკუთრებულად რეალისტური და მიმზიდველია.

ნაძვის ხეები Extra-ზე

ნაძვის ხეების არჩევანი Extra-ზე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.

  • შეგიძლია შეარჩიო კლასიკური, მწვანე ფერის, ან სულაც დათოვლილი
  • მაქსიმალური ბუნებრიობის და ზამთრის ეფექტისთვის, გირჩებით და კენკრით გაფორმებული დიზაინის არჩევაც შეგიძლია

8

არ გამოგრჩეს, წინა სტატიაში გაზიარებული რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარება ნაძვის ხის სწორად შერჩევაში.

ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი