ახალი ამბებირეკლამა

შეარჩიე სასურველი ლეპტოპი ონლაინ

9 მარტი, 2023 • 696
შეარჩიე სასურველი ლეპტოპი ონლაინ

ლეპტოპი დღეს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი ნივთია, რომელიც ერთნაირად საჭიროა როგორც განათლების მისაღებად, ასევე სხვადასხვა ინფორმაციების მოსაძიებლად, სამუშაოდ და გასართობადაც კი.

მისი შერჩევაც დანიშნულების მიხედვით უნდა მოხდეს, კარგია თუ ყველა ზემოხსენებულ ფუნქციას საკუთარ თავში გააერთიანებს და ყველა მხრივ ძლიერი იქნება, მაგრამ ეს რასაკვირველია ფასზე აისახება.

ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge მომხმარებლებს სთავაზობს ლეპტოპების უდიდეს ასორტიმენტს, სხვადასხვა ფასით, ფუნქციური მახასიათებლებითა და დიზაინით.

ნოუთბუქის შეძენისას პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ პროცესორია, სწორედ ის აგებს პასუხს სწრაფ ჩატვირთვაზე და შეუფერხებელ მუშაობაზე დატვირთვის პირობებშიც კი. თუ მოცულობით სამუშაო გაქვთ, გიწვეთ სხვადასხვა პროგრამებში ერთდროულად მუშობა, უმჯობესია, როგორც მინიმუმ IntelCore  i5 პროცესორის მქონე ლეპტოპზე დაფიქრდეთ, თუმცა, ალბათ იცით, რომ მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს ნოუთბუქის სიძლიერეს.

პროცესორთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ოპერატიული მეხსიერება, რაც უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას და მონაცემების შენახვას. ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random Access Memory) ინფორმაციის დროებითი საცავია. მასში ის აქტიური მონაცემები და პროგრამები იწერება, რომლებიც პროცესორის მიერ მუშავდება.

კომპიუტერის სიჩქარე ოპერატიული მეხსიერების მოცულობის პირდაპირპროპორციულია. პირველი პერსონალური კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სულ 4 კილობაიტს შეადგენდა, დღეისათვის კი მისი მოცულობა 8 გიგაბაიტს აღწევს.

ვინაიდან ლეპტოპი არის მოწყობილობა, რომელიც იძლევა გადაადგილების, სხვადასხვა გარემოსა და სივრცეში მუშაობის საშუალებას, მისთვის უმნიშვნელოვანესია, ელემენტის სიძლიერე, რათა შუა პრეზენტაციის, ან ლექციის დროს მოულოდნელად არ გაგეთიშოთ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, extra.ge – ზე ლეპტოპების დიდი არჩევანია როგორც ფასის, ისევე მოდელების, დიზაინის და ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით.

Lenovo, dell, hp, acer, asus, – ერთი-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებია, აღარაფერს ვამბობთ, apple-ზე რომელიც ძლიერიცაა და ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ღირს გადაიხადო მეტი საუკეთესოს მისაღებად.

ბიუჯეტურ ფასებში ბევრია ისეთი ლეპტოპი, რომელიც ერთგულად მოგემსახურებათ წლების განმავლობაში და შეასრულებს მისთვის ნაკისრ ყველა ვალდებულებას.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ექსტრაზე შეძენილ ტექნიკას, აუცილებლად მოჰყვება გარანტია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ.

გარდა ამისა, ექსტრა იძლევა საშუალებას, ნივთი შეიძინოთ როგორც ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით და ამისთვის სულაც არაა საჭირო სადმე წასვლა, ონლაინ ექსტრას საიტიდანვე შეძლებთ განვადების შევსებას და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შედეგ მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცების თაობაზე.

ეს ერთი და სხვა მრავალი – ექსტრა წარმატებულ შოპინგს გისურვებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი