ახალი ამბები

GDI-ის ედუარდ მარიკაშილი უხელმძღვანელებს

25 იანვარი, 2021 • 1147
GDI-ის ედუარდ მარიკაშილი უხელმძღვანელებს

“საქართველოს დემოკრატიულ ინიციატიავას” (GDI) ედუარდ მარიკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ორგანიზაციის უკვე ყოფილმა დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ Facebook-ზე დაწერა. მშვენიერაძის ინფორმაციით, GDI-ის გამგეობის გადაწყვეტილებით, მარიკაშვილი ორგანიზაციის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.

“დღეს ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო. მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა.

გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს”,-წერს მშვენიერაძე.

დღეს, ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე…

Posted by Giorgi Mshvenieradze on Monday, January 25, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი