ახალი ამბები

უკრაინა რესტორნებს, სკოლებსა და სპორტულ დარბაზებს ხსნის

25 იანვარი, 2021 • 1053
უკრაინა რესტორნებს, სკოლებსა და სპორტულ დარბაზებს ხსნის

უკრაინის ხელისუფლებამ სკოლების, რესტორნებისა და სპორტული დარბაზების გახსნა დღეს, 25 იანვარს დაიწყო. ამით, მათივე თქმით, 8 იანვარს შემოღებული მკაცრი საკარანტინო პერიოდი სრულდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი იანვრის თვის დასაწყისთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. დღეს ქვეყანაში ახალი 2.516 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში ინფიცირების რიცხვი 9 000-ს აღწევდა.

“ამგვარი სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს სიტუაციის სტაბილიზაციას, გაუმჯობესებას, შესაძლებელი იყო მხოლოდ თქვენი, უკრაინელების წყალობით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეფანოვმა და ქვეყნის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინა შეინარჩუნებს რეგულაციების ნაწილს, რომელიც ძირითადად უკავშირდება მომსახურებისა და ტრანსპორტის სფეროს. სტეფანოვის განცხადებით, ადგილობრივი მნიშვნელობის შეზღუდვები დაწესდება იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ამის საჭიროება იარსებებს.


უკრაინაში კორონავირუსის 1 200 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი. ამ დროისთვის დაიღუპა ქვეყნის 22 000-მდე მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი