ახალი ამბები

კორონავირუსი: მოსახლეობის უმეტესობის მოლოდინით, უარესი ჯერ კიდევ წინაა – NDI

25 იანვარი, 2021 • 1308
კორონავირუსი: მოსახლეობის უმეტესობის მოლოდინით, უარესი ჯერ კიდევ წინაა – NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 39% ამბობს, რომ მისი მოლოდინით, ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 33%-ით თქმით კი, ყველაზე ცუდი ქვეყანამ უკვე უკან მოიტოვა.

სქრინი NDI-ს კვლევიდან

ამავე კვლევის თანახმად, ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს უფრო ნეგატიური მოლოდინები აქვთ, ვიდრე სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს.

ამასთანავე, ყველაზე ნეგატიურად განწყობილი ასაკობრივი ჯგუფი 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები არიან.

სქრინი NDI-ს კვლევიდან

 

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 253 816 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 243 396 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 071 გარდაიცვალა.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ნახეთ ასევე:

კოვიდვაქცინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა 2020 წელს – NDI-ის კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი