ნეტგაზეთი | ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ის გუშინ ევროპის მოედანზე „ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის“ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.

გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ირაკლი ფანგანი პოლიციამ „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით.

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან