ახალი ამბები

“პირველ კვარტალში AstraZeneca-ს 450-490 ათასი დოზის მიღება გვაქვს გარანტირებული” – გამყრელიძე

24 იანვარი, 2021 • 984
“პირველ კვარტალში AstraZeneca-ს 450-490 ათასი დოზის მიღება გვაქვს გარანტირებული” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება გარკვეულწილად გარანტირებული აქვს, წლის განმავლობაში კი მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა:

“ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა და მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1 400 000 დოზა. ამავდროულად, პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე შეგვპირდნენ, თავისი ჭარბი დოზებიდან როდესაც მიიღებენ, [ვაქცინების გადმოცემას] დაახლოებით უკვე გვაქვს რიცხვებიც”. – თქვა ამირან გამყრელიძემ “რეალურ სივრცეში”.

ამავე ეთერში გამყრელიძემ განაცხადა, რომ 29 იანვარს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებულ ოდენობას სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. ვრცლად წაიკითხეთ:

გამყრელიძე: 29-ში გადაწყდება პირველ ეტაპზე Pfizer-ის ლიმიტირებულ ოდენობას თუ მივიღებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი