ახალი ამბები

რუსეთში აქციებზე 900-მდე პირი, მათ შორის იულია ნავალნიც დააკავეს

23 იანვარი, 2021 •
რუსეთში აქციებზე 900-მდე პირი, მათ შორის იულია ნავალნიც დააკავეს

დღეს, 23 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას აპროტესტებენ. აქციები ქვეყნის მასშტაბით არაერთ ქალაქში მიმდინარეობს.

როგორც ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება, ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 863 ადამიანი დააკავეს.

“დოჟდის” ცნობით, დაკავებულია პოლიტიკოსის ცოლი, იულია ნავალნიც, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი დაკავების შესახებ თავად გაავრცელა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @yulia_navalnaya

მედიასაშუალების ცნობით, მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე, რომელსაც 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა და , 60 პირი დააკავეს. სულ აქციების დაწყებამდე ქვეყნის მასშტაბით ტელეკომპანიის ცნობით 369 ადამიანი დააკავეს.

ნავალნის მხარდასაჭერი აქცია მოსკოვში ფოტო: EPA

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალევე გავრცელდა ნავალნის ვიდეო, სადაც ის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.

„მათ [პუტინის ხელისუფლებას] ყველაზე მეტად მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს არის ის რაღაც, ის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ არ შეგეშინდეთ – გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის“, – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი